Thursday, April 28, 2011

ჯვარი

1. პროექტის თემა;  ჯვარი
2. პროექტის მოკლე აღწერა; მოიძიონ და გამოიკვლიონ  მსოფლიოში გავრცელებული  ჯვრის გრაფიკული სახეები. გაარკვიონ ჯვრ(ებ)ის ისტორია და დანიშნულება სხვადასხვა ერებსა და ეპოქებში.  შექმნან თემის წერილობითი ვერსია.
3. პროექტის სრული აღწერა: შეირჩევა თემა. პროექტში მონაწილენი სახავენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს და ადგენენ მათი განხორციელების სავარაუდო ვერსიებს. მათ წინაშე დგას ამოცანა: სიმბოლური ნიშნის– ჯვრის ისტორიის გარკვევა უძველესი დროიდან დღემდე. მისი სახეები და დანიშნულებანი. ძიება მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ინფორმაციებს მოიპოვებენ:
1.  ბეჭდურ გამიცემებში
2.  ინტერნეტში
3.  მუზეუმებში(მხარეთმცოდნეობის,  სახელმწიფო და სხვა)
4.  მოინახულებენ ისტორიული ძეგლებს ,
5.  ინტერვიუს აღებენ
         ა) ცნობილ (კომპეტენტურ)ადამიანებთან
         ბ) პედაგოგებთან
         გ) სასულიერო პირებთან
         დ) რიგით პირებთან
     პროექტში მონაწილე მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს, ირჩევენ პასუხისმგებელ პირს (ლიდერს), ინაწილებენ კონკრეტულ დავალებებს და ათანხმებენ პროექტის ხელმძღვანელთან.  იღებენ საჭირო კონსულტაციებს, აზუსტებენ პრობლემის განხორციელების ხერხებსა და საშუალებებს. ეძებენ რესურსებს (ადამიანურს, ფინანსურს ...), რათა უკეთ, სწრაფად და ხარისხიანად წარმართონ მოკვლევა.  (ინიშნავენ მონაწილეთა კოორედინატებს, რომ გაუადვილდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია). დაზუსტების შემდეგ ცალკეული ჯგუფები შეუდგებიან მათზე დაკისრებული დავალების შესრულებას.  თანხმდებიან მომდევნო ერთობლივ სამუშაო დროზე.
   ჯგუფები მოძიებულ მასალას განიხილავენ ჯგუფში და წარმოადგენენ დამუშავებული ინფორმაციის სავარაუდო ვერსიას, რომელსაც გაანალიზებს ყველა და  მიეცემა საბოლოო სახე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
4. მნიშვნელობა/აქტუალობა: ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც არ არიან ჩართულნი პროექტში. აღმოაჩინონ მსგავსება–განსხვავება და თავისებურებები სხვათა ისტორიებთან, კულტურასთან, შემოქმედებასთან. გაიგონ თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჯვრის სიმბოლოს რომელიმე ეპოქ(ებ)ის ისტორიულ, კულტურულ თუ ცნობიერების განვითარებაში. უფრო დიდი ინტერესითა და სიფრთხილით მოეკიდებიან არა მართო ჯვრის, არამედ სხვა სიმბოლურ გამოსახულებებს.
მიზნები და შედეგები. გაეცნობიან ჯვრის ისტორიასა და ფუნქციას უძველესი დროიდან დღემდე. ხელი შეეწყობათ მათი კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარებას. გამოუმუშავდებათ საჭირო ინფორმაციის მოძიების, დახარისხების უნარ–ჩვევები. შემდეგში შეძლებენ უფრო დამოუკიდებლად წარმართონ მსგავსი პროექტები. მოსწავლეები ეუფლებიან მიზნის მისაღწევად სხვადასხვა  რესურსების გამოყენებას. შეძლებენ პრობლემების ჯგუფურად გადაწყვეტას.  ისწავლიან კვლევისა და აღმოჩენების გზით. გაიზრდება სწავლის ხარისხი, არა მარტო კონკრეტული თემის მიმართ, არამედ იქნება მასტიმულირებელი ინტეგრირებულ საგნებთან.
5. საგანი და პროცედურები: ხელმძღვანელი აფასებს მონაწილეებს მუშაობის პროცესში, იყენებს დაკვირვების სქემებს. გამოიკვეთება რამოდენიმე კომპონენტი:                  I. მოძიებული მასალის შესაბამისობა კვლევის თემასთან,                                                         II. კვლევის შედეგად მოძიებული მონაცემ ანალიზის    შედეგი,                                                                                                                                                                III. ჯგუფებში ფციათა გადანაწილება (რამდენად სწორად გაიყვეს სამუშაოები)                                                                                                                                                              IV.  რესურსების მიზობრივი გამოყენება
6.  წინასწარი ცოდნა: ნაწილობრივ იციან ინფორმაცია ჯვარზე სხვასასხვა საგნებიდან (რელიგიის ისტორია და კულტურა. ისტორია, ქართული ლიტერატურა). ფლობენ ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, აქვთ წიგნთან, ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარ–ჩვევები. არიან კომუნიკაბელურები.
7.  სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურა    (ენციკლოპედიები, ივანე ჯავახიშვილის კვლევები და სხვ) კომპიუტერი (ინტერნეტი), ფოტოკამერა, სამარშუტო ტაქსი, პედაგოგები, მშობლები.